ჩემი ბლოგი
Sunday, December 8, 2013
პროექტი "მიწისძვრები"
1.პროექტის სახელწოდება: მიწისძვრები
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) : მოსწავლემ გაიგოს რა არის მიწისძვრის გამომწვევი ფაქტორი, მისი გავრცელების არეალები და სიხშირე. არის თუ არა საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ უკეთესად შეისწავლოს დედამიწის აგებულება.
4. პროექტის მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს გეოგრაფიის როგორც მეცნიერების საფუძვლები და კვლევის მეთოდები.მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი ინტერესების და ასაკობრივი შესაძლებლობების შესაბამისადგეოგრაფიული საკითხის დამოუკიდებლად კვლევა და საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2-4 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით მიწისძვრებზე ამუშავებს და აანალიზებს მათ, თავისი მოსაზრებების გამოსახატავად და ინფორმაციის მოპოვების მიზნით იყენებს გეოგრაფიულ საშუალებებს რუკებს, ცხრილებს, დიაგრამებს და სხვა
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, რუკები და სხვა გეოგრაფიული საშუალებები (სქემები, გრაფიკები,ცხრილები და სხვა ) ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაც იის მოძიება-შეგროვება,დამუშავება- დახარისხება, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება,კვლევის პროცესში ურთიერთობების დამყარება და ცოდნის დონის ამაღლება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლე მოძიებული ინფორმაციდან გამომდინარე ნათლად დაინახავს გეოგრაფიის კავშირს ისეთ მეცნიერებებთან როგორიცაა გეოლოგია და ფიზიკა. პედაგოგებს კი შეეძლებათ დააკავშირონ არჩეული ღონისძიებები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ეკა სებისკვერაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekasebiskveradze3@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://ekasebiskveradze3.blogspot.com/
Subscribe to:
Comments (Atom)